დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

გარბენ „თბილისთან“ დაკავშირებით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, მარათონის მიმდინარეობისას კი ეტაპობრივად აიკრძალება. ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო და სცენის მოწყობის სამუშაოების გამო, 24 ივნისს, ღამის 03:00 საათიდან, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე. 24 ივნისს, დილის 09:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ილია ჭავჭავაძის გამზირზე, პეტრე მელიქიშვილის, მერაბ კოსტავას და შოთა რუსთაველის გამზირებზე. ასევე, ავტომობილთა გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება აღნიშნულ გამზირებთან დამაკავშირებელ ქუჩებზე. მარათონის მიმდინარეობის დროს, მძღოლები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით, ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. მარათონის დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები