კახა კალაძე ქუჩის მუსიკოსებს – „იმღერეთ, ისიამოვნეთ და ჩვენც გვასიამოვნეთ“

„იმღერეთ, ისიამოვნეთ და ჩვენც გვასიამოვნეთ“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ქუჩის მუსიკოსების საკითხზე გავრცელებულ აჟიოტაჟს. კახა კალაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით, განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა.
“საკმაო რეზონანსი ჰქონდა ინფორმაციას ქუჩის მუსიკასთან დაკავშირებით. კარგია, რომ სერგი გვარჯალაძემ განმარტება გააკეთა და დააზუსტა, თუ რისი თქმა სურდა. ამ დროს, რამდენი მუსიკოსი ჰყავს თბილისს, არავინ ითვლის და არც არავინ ზღუდავს. იმღერეთ, ისიამოვნეთ და ჩვენც გვასიამოვნეთ. უბრალოდ, ეს უნდა მოვიდეს არსებულ კანონთან შესაბამისობაში. ძალიან მარტივია: სადაც ხალხს სძინავს, სხვა საათი განისაზღვრება, სადაც ტურისტული სივრცეა – იქ სხვა. ჩვენ რაიმე სიახლეს არ ვიგონებთ. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ყველა განვითარებულ ქალაქში ეს მიდგომებია და რა თქმა უნდა, თბილისიც არ ჩამოუვარდება ამ ქალაქებს. ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია. ქალაქი იმართება და ვითარდება წესრიგით. წესრიგის ფარგლებში კი არავისი არც პიროვნული და არც შემოქმედებითი თავისუფლება არ იზღუდება. ასე რომ, ჩვენ ყველა ერთად, სიმღერით და სილამაზით შევქმნით უფრო მეტად თავისუფალ და თბილისურ გარემოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები