ძლიერი წვიმა და სეტყვა ქუთაისში-დატბორილია საცხოვრებელი სახლები (ვიდეო)

რამდენიმე წუთის განმავლობაში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო ქუთაისში, რის გამოც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პრობლემები შეიქმნა. შეფერხდა მანქანების გადაადგილება და დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში 15-მდე შეტყობინება შევიდა, საიდანაც ხუთი მალევე გაუქმდა. ათ საცხოვრებელში კი დროული რეაგირების შედეგად წყალი უკვე ამოტუმბულია. შედარებით რთული ვითარება ლაღიძის ქუჩის 17 ნომერში იყო, სადაც ქალაქის პირველი პირებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები