თბილისში, ტექნიკის მაღაზია გაქურდეს- წაღებულია 23 მობილური ტელეფონი და დაზიანებულია 8 „ლეპტოპი“

თბილისში, წერეთლის გამზირზე, “მეგატექნიკის” მაღაზია გაქურდეს. წაღებულია 23 მობილური ტელეფონი და დაზიანებულია 8 „ლეპტოპი“ .
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
ჩამსხვრეულია მაღაზიის კარი. სავარაუდოდ ქურდებმა მაღაზიაში შეღწევას სწორედ ამ მეთოდით შეძლეს.

„მეგატექნიკის“ მარკეტინგის მენეჯერის, თამუნა ჩიტაიშვილის ინფორმაციით, მაღაზიაში 3 პირი შეიჭრა.

მისი თქმით, ზარალი ამ დროისათვის 15 ათასს ლარს შეადგენს.

„3 წამში ჩაირთო სიგნალიზაცია, დაცვის სამსახური სწარაფად მოვიდა, მაგრამ უკვე მძარცველებმა მაღაზიიდან მოასწრეს გაქცევა. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება ეფექტურად წარიმართება და შედეგს მალე მივიღებთ“, – აღნიშნა თამუნა ჩიტაიშვილმა.

როგოც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები