რამაზ საყვარელიძე: ბიძინა ივანიშვილი არ არის დაინტერესებული, მართვის პროცესებში ყოველ წუთს ჩაერიოს

„რასაც ვაკვირდები, ბიძინა ივანიშვილი არ არის დაინტერესებული, მართვის პროცესებში ყოველ წუთს ჩაერიოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საყვარელიძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, კერძოდ, სამთავრობო ცვლილებები შეაფასა.

„რასაც ვაკვირდები, ბიძინა ივანიშვილი არ არის დაინტერესებული, მართვის პროცესებში ყოველ წუთს ჩაერიოს, ძირითადი პრეტენზიები კვირიკაშვილთან, ივანიშვილის, ალბათ ის იყო, რომ მან კვირიკაშვილს მიაბარა ქვეყნის მართვა და ქვეყანაში პრობლემები დაგროვდა. ანალოგიურად, აქაც მიაბარებს ბახტაძეს. ფაქტია, რომ ბახტაძის ფიგურას მხარი დაუჭირა ივანიშვილმა მას მერეც (შეიძლება იქამდეც უჭერდა მხარს), რაც ბახტაძემ ბანკებზე შეტევა მიიტანა და მთავრობის შემცირებაზე ალაპარაკდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბიძინა ივანიშვილის და მამუკა ბახტაძის ხედვა დაემთხვა. ჩვენ სულ ვეძებთ იმას, თუ ვინ ვის მართავს, შეიძლება ბიძინა ივანიშვილსაც მართავენ მისი გარემოცვიდან, მაგალითად, მინისტრები და ა.შ. ისე არ არის, რომ მხოლოდ ერთი მხარე წერდეს ბრძანებას და მეორე ასრულებდეს, ადამიანებს დიალოგიც სჩვევიათ“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები