მამუკა ბახტაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თითოეული მოქალაქისა და ზოგადად კერძო სექტორის ნდობა ქართული მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს

„მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა სასჯელაღსრულების სისტემაში – კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით შესაძლებელი გახდება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლება პენიტენციურ დაწესებულებაში ნამუშევარი დღეების პროპორციულად; სახელმწიფოს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა დასაქმებისა და რესოციალიზაცია/კერძო ბიზნესის შექმნის სამუშაო ადგილებით პენიტენციურ სისტემაში, რისთვისაც ჩვენ დამატებითი საგადასახადო შეღავათები გვექნება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძლიერი, კვალიფიციური და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია. ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასამართლოსადმი ნდობას და შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გაიზარდოს თითოეული მოქალაქისა და ზოგადად კერძო სექტორის ნდობა ქართული მართლმსაჯულებისადმი.
მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში. წარმოდგენილია ძალიან მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტი, რომელმაც ხარისხობრივად უნდა გაზარდოს ჩვენი პოლიციის საქმიანობა და ის მხარდაჭერილი იქნება შესაბამისი დაფინანსებით. აქ ჩვენ ვგულისხმობთ როგორც მხარდაჭერას ტექნოლოგიების შეძენისადმი, ასევე იმ ახალი ძირითადი საშუალებების შეძენას და დანერგვას, რაზეც იყო საუბარი რეფორმათა პაკეტში. ამასთან ერთად, ჩვენ იცით, რომ გუშინ გავაჟღერეთ, რომ ჩვენ პოლიციელებს გავუზრდით ხელფასს უკვე მომავალი თვიდან, 250 ლარის ოდენობით“,- აღნიშნა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები