არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებები სჭირდება

„მამუკა ბახტაძის გეგმა ისეთ ნაბიჯებს მოიცავს, რომელიც გულისხმობს გადასახადების დაწევას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე ხელფასების მატებასა და პენსიების გაზრდას მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებები სჭირდება.

„ეს არის რეფორმები, რომელიც იმ მიმართულებებს შეეხება, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს. ეს არის განათლების სისტემა, სადაც გვინდა, რომ ხარისხი და იმ სისტემის კონკურენტუნარიანობა გავზარდოთ, რომელმაც ახალი თაობა უნდა მოამზადოს. მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე იმ სიახლეებს მხარს უჭერს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს. პარლამენტი სამთავრობო გუნდის განახლებასა და ენერგიულ ადამიანებს მიესალმება, რომელთაც ამოცანების გადასაჭრელად კომპეტენცია და ძლიერი მოტივაცია აქვთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები