“საქართველო გახდება ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის”

“გვჯერა, საქართველო გახდება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
,,ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ეს ეკონომიკური, სტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სოციალური, ერთადერთ მიზანს ემსახურება, – თითოეული მოქალაქის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრების თანმიმდევრულად და სწრაფად მიღწევას. და ბოლოს, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის იმისთვის, რომ ისინი დაბრუნდნენ საერთო ოჯახში და ერთად ავაშენოთ ძლიერი, ევროპული ქვეყანა” , – განაცხადა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხზე ამ წუთებში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობენ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის ახალ სამოქმედო გეგმას წარადგენს.
ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოში დღეს გარდამავალ მთავრობას დაამტკიცებენ. დროებითი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, მამუკა ბახტაძე 3 კვირაში მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები