„სიღარიბის დაძლევა გადის მცირე ბიზნესის წახალისებაზე და მისთვის ისეთი საგადასახადო რეჟიმის შექმნაზე, რომელიც მათ განვითარების საშუალებას მისცემს“

„ინკლუზიური ზრდის მისაღწევად ჩვენ განვახორციელებთ რეფორმებს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, რათა ის იქცეს ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის რეალურ მამოძრავებელ ძალად“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მთლიან შიდა პროდუქტში დღეს მცირე ბიზნესს ძალიან პატარა წილი აქვს, რაც ბახტაძის განცხადებით, საქართველოში, სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს სიღარიბის დაძლევა გადის სწორედ მცირე ბიზნესის წახალისებაზე და მცირე ბიზნესისთვის ისეთი საგადასახადო რეჟიმის შექმნაზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო განვითარდნენ. სამწუხაროდ, მთლიან შიდა პროდუქტში დღეს მცირე ბიზნესს აქვს ძალიან პატარა წილი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი წყარო სიღარიბის, საქართველოში. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი რეფორმა ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მთლიან შიდა პროდუქტში გავზარდოთ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი“,- აღნიშნა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები