დავით ჭიჭინაძე: ვფიქრობ, ბახტაძე ძალისხმევას არ დაიშურებს, წარმოდგენილი პროგრამა შეასრულოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში, პრობლემების მოგვარების ხედვაა ჩადებული. ის იმედოვნებს, რომ ბახტაძე მაქსიმალურად შეეცდება ეს პროგრამა შეასრულოს.

„ვფიქრობ, რომ მცირე მთავრობის რეფორმა ზუსტად არის მორგებული იმაზე, რომ დაზოგილი თანხები სოციალურ მიმართულებაზე წავა. მამუკა ბახტაძის პროგრამაში პრობლემების მოგვარების ხედვა დევს, ეს არის პირველი ეტაპი და გაგრძელდება. მთავარია, პროცესი დაიწყო და ის კანონები მიღებული იქნება, რომელიც იმ განუკითხაობას შეზღუდავს, რაც სახელმწიფოში არსებობს. უპროგრამო პრემიერ-მინისტრი არ გამიგია, მაგრამ, შემდეგ როგორ და რანაირად აღასრულებს, ეს გამოჩნდება. ვფიქრობ, რომ ძალისხმევას მაქსიმალურად არ დაიშურებს, რომ ეს პროგრამა შეასრულოს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები