მამუკა ბახტაძე: გთავაზობთ, შევქმნათ ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსი

“გთავაზობთ, ღია პლატფორმაზე, საჯარო და კერძო სექტორის მონაწილეობით შევქმნათ ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

“დღეს ეს გამოწვევები, რაც აქვს საქართველოს ეკონომიკას გულისხმობს ამავე დროს იმას, რომ ჩვენ აუცილებელ რეჟიმში დავიწყოთ საგადასახადო და საბაჟო კოდექსის ცვლილება.
რატომ? იმიტომ რომ არსებული კოდექსი არ პასუხობს იმ გამოწვევებს,რომელიც დღეს არის ჩვენი ეკონომიკის წინაშე. ის უნდა გავხადოთ ჩვენ გაცილებით უფორ მარტივი,გაცილებით უფრო ადვილი და კომფორტული ჩვენი მეწარმეებისთვის,აქედან გამომდინარე მე გთავაზობთ,რომ ჩვენ ახალი კოდექსი შევქმნათ ერთობლივად,ღია პლატფორმაზე საჯარო და კერძო სექტორის მონაწილეობით. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისთვის,რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი ბაზისური დოკუმენტი ,როგორიც არის კოდექსი ,სადაც იქნება ამქსიმალურად ჩართულობა კერძო სექტორის,ვინაიდან სწორედ კერძო სექტორმა იცის და ჩვენმა მეწარმეებმა ,თუ რა არს დასახვეწი იმ წესებში,რომელიც დღეს არსებობს საქართველოში.აქედან გამომდინარე ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა და ჩვენი მიზანი იქნება,რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში შევიყვანოთ საგადასახადო და საბაჟო კოდექსი ძალაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები