მამუკა ბახტაძე: გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალი

“ვფიქრობ, გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალი, რომელსაც სჭირდება რეალიზაცია”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

“მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციის შემუშავება-დამტკიცებას, სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბებას, რომლის საპილოტე პროექტი წელს დაიწყება. აგრეთვე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალის გაზრდას ამ კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი და ამ პოტენციალს აუცილებლად სჭირდება რეალიზაცია. ამასთან ერთად, თავდაცვის მიმართულება ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მიიღებს მშპ-ის 2 პროცენტს, რაც არის სწორედ ნატო-ს სტანდარტი”, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები