„ჩვენი შემოთავაზებაა, დღგ-სგან გათავისუფლდეს არამარტო რძის მიწოდება, არამედ ნატურალურად დამზადებული ყველა პროდუქტი“

ჩვენი შემოთავაზებაა, დღგ-სგან გათავისუფლდეს არამარტო რძის მიწოდება, არამედ ნატურალურად დამზადებული ყველა პროდუქტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

სოფლის მეურნეობაშიც არსებობს რეგულაციები, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბახტაძის თქმით, მთავრობის ინიციატივაა, დღგ-სგან გათავისუფლდეს არამარტო რძის მიწოდება, არამედ ნატურალურად დამზადებული ყველა პროდუქტი.

,,სოფლის მეურნეობაშიც არსებობს რეგულაციები, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. აქ ჩვენი შემოთავაზებაა, რომ დღგ-სგან გათავისუფლდეს არამარტო რძის მიწოდება, არამედ ნატურალურად დამზადებული ყველა პროდუქტი. გუშინ მე წავიკითხე რამდენიმე ე.წ. ექსპერტის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და ბევრმა ეს არ ჩათვალა საინტერესო რეფორმად. მეგობრებო, სწორედ ესეთი რეფორმები განაპირობებს იმას, რომ ჩვენ გლეხს მივცეთ მეტი შემოსავალი. ეს რეფორმა რას ნიშნავს სინამდვილეში – ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მაღალ ფასში ჩააბაროს ნატურალური რძე და მიიღოს დამატებითი შემოსავალი, ეს ნიშნავს იმას, რომ მწარმოებლები შეძლებენ, გადავიდნენ ნატურალურ რძეზე, ნაცვლად დღეს არსებული რძის ფხვნილისა, რომლის 100 % არის იმპორტირებული. მინდა შეგახსენოთ, ეს ყველაფერი და მესამე და ყველაზე მთავარი ალბათ, – მოსახლეობა მიიღებს ნატურალური რძისგან დამზადებულ პროდუქტებს. ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია, მაგრამ ვინაიდან გუშინ ჩვენ მოვისმინეთ სრულიად არასერიოზული კომენტარები ამასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, მე გავაკეთე ეს კომენტარი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები