მამუკა ბახტაძე: გაუქმდება ყველა დოკუმენტი, რაც დღეს ბრუნავს საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესს შორის

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კერძო მეწარმეებისთვის მაქსიმალური კომფორტისთვის გაუქმდება ყველა დოკუმენტი, რაც დღეს საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესს შორის ბრუნავს.

“მოგეხსენებათ, რამხელა პრობლემაა და ბიზნესისთვის და რამდენად მნიშვნელოვნად შემაფერხებელია ის მექანიზმები, რომლითაც ხდება ადმინისტრირება, არ ვგულისხმობ საგადასახადო ადმინისტრირებას, ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივეთ ეს ყველაფერი, შემოვიტანეთ ციფრული ტექნოლოგიები, მაგრამ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი გამარტივება. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი რეფორმა, რომელსაც ბევრი თქვენგანი კარგად იცნობს, არის ის, რომ ჩვენ გავაუქმოთ ყველა დოკუმენტი, რაც დღეს ბრუნავს საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესს შორის. გავაუქმოთ ყველა მათგანი და შევქმნათ ერთი, ისიც ციფრულ ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას და მაქსიმალურ კომფორტს ჩვენი კერძო მეწარმეებისთვის”, – განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხზე, ამ წუთებში, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობენ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის ახალ სამოქმედო გეგმას წარადგენს.

ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოში დღეს გარდამავალ მთავრობას დაამტკიცებენ.

დროებითი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, მამუკა ბახტაძე 3 კვირაში მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები