„დავაწესოთ მაქსიმალური ზღვარი სახელფასო ხარჯზე, რომელიც სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვას უკავშირდება“

ჩემი ღრმა რწმენით, წარმოდგენილი პროგრამის შესრულებას და ზოგადად, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევის გამკლავებას, 11 სამინისტროზე მეტი არ სჭირდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, პლენარულ სხდომაზე განუცხადა.

მისივე თქმით, საკითხი მხოლოდ სამინისტროების რაოდენობას არ ეხება – ეს არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ არა სრული.

“ჩემი ღრმა რწმენით, წარმოდგენილი პროგრამის შესრულებას და ზოგადად, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევის გამკლავებას, 11 სამინისტროზე მეტი არ სჭირდება. რა თქმა უნდა, საკითხი მხოლოდ სამინისტროების რაოდენობას არ ეხება, – ეს არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ არა სრული. საჭიროა, არსებულ ხარჯებში მნიშვნელოვანი ეფექტურობის მიღწევა შევძლოთ. აქედან გამომდინარე, ჩემი ინიციტივაა, რომ დავაწესოთ მაქსიმალური ზღვარი სახელფასო ხარჯზე, რომელიც ზოგადად, სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვას უკავშირდება და განისაზღვროს 3.9%-ის ოდენობით. ეს საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვანი გამოთავისულებული რესურსი შევქმნათ იმ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს და მივმართოთ ის უფრო აუცილებელი პროგრამების დასაფინანსებლად. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არსებობს ეფექტურობის ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი მმართველობით ორგანოებში“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები