მამუკა ბახტაძე: არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ 9 წელზე, ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ მომავალზე

ამ წუთებში მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხზე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობენ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის ახალ სამოქმედო გეგმას წარადგენს.

მისი თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობა კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არ ფოკუსირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ცხრა წელზე.
“მე გუშინ უმრავლესობასთან პირდაპირ განვაცხადე, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმ რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. მე აღვნიშნე ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ვიყოთ ეფექტურები ამ პრობლემის გადწყვეტაში – დღეს ჩვენი მმართველობითი ორგანოები საჭიროებენ მეტ ეფექტურობას, მეტ ოპერატიულობას, განსაკუთრებით იმ საკითხში, რასაც ჰქვია ოპერატიულობა გადაწყვეტილების მიღებიდან იმ კონკრეტულ ვადამდე, როდესაც ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე არსებული სერვისი ან სიკეთე მივა თითოეულ მოქალაქემდე. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია არის აუცილებელი წინაპირობა, რათა ჩვენ სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ წარმოდგენილი პროგრამა.
აქვე მინდა შევეხო გუშინდელ შეხვედრებს პოლიტიკურ ჯგუფებთან. ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ეს იყო კიდევ რთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ვითარდება არსებული პოლიტიკური კომუნიკაცია, რაც დღეს გვაქვს საქართველოში. სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხეელ ვიხილეთ ის, რომ წარმოდგენილ პროგრამაზე ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა. უფრო მეტიც, მოვისმინეთ ძალიან ბევრი ისეთი ბრალდება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, დაწყებული იმით, თითქოს აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა უფლება და ვერ შევიდა რკინიგზაში კონკრეტული აუდიტის დასკვნის დასადებად. მას 2017 წელს აქვს ეს დასკვნა გაკეთებული და შეგიძლიათ, ეს კიდევ ერთხელ იხილოთ; თითქოს ჩვენ საქართველოში გავაუარესეთ საგადასახადო ტვირთი – ამაზეც დამატებით მოგახსენებთ. მე ნამდვილად პირდაპირ და გულწრფელად გეუბნებით, ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის ის 9-წლიანი მმართველობის პერიოდი არ არის ორიენტირი, რომელზეც უნდა ავაგოთ გეზი. ნამდვილად არ ვაპირებ წარსულზე საუბარს. მინდა, ვისაუბრო მომავალზე და იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაც უნდა გავუკეთოთ ქართველ ხალხს. მაგრამ, როდესაც როდესაც ჩვენ ვისმენთ ისეთ უსაფუძვლო ბრალდებებს, როგორიც იყო გუშინ, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რა სატისტიკა ჰქონდა ჩვენს წინამორბედს. ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი მიიღოთ ისე, როგორც არის რეალურად. მაგრამ ჩემი მთავარი გზავნილია ის, რომ არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ 9 წელზე, ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ მომავალზე, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, როგორ მოვახერხოთ იმ ძირითად გამოწვევებთან გამკლავება, რაც ჩვენი ერის წინაშეა. აქედან გამომდინარე, პროგრამა ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე და ვისურვებდი, დისკუსია წარმართული იყოს შინააარსობრივად, ვინაიდან პირიველ რიგში მმართველი ძალისა და მთავრობისთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თუ არსებობს ხარვეზები ამ პროგრამაში, ვნახოთ კონკრეტულად რაშია ეს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი რამ, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დეპუტატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს ამ წუთებში უსმენენ. ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოში დღეს გარდამავალ მთავრობას დაამტკიცებენ.
დროებითი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, მამუკა ბახტაძე 3 კვირაში მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები