არჩილ თალაკვაძე: „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას“ სია პრაქტიკულად, მზადაა

„ტატუნაშვილი-ოთხოზორიას“ სია პრაქტიკულად, მზად არის და მთავრობამ მზადყოფნა გამოხატა, რომ დამტკიცებისთანავე პარლამენტში წარადგინოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას შავ სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა, ასევე, საუბარი გაიმართა ოპოზიციასთან. ეს სია, პრაქტიკულად, მზად არის და მთავრობამ მზადყოფნა გამოხატა, რომ დამტკიცებისთანავე პარლამენტში წარმოადგინოს.
როგორც ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, ასევე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით კონკრეტული მსჯავრდებული და ბრალდებული პირები არიან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები ერთი მხრივ, პასუხისგებაში მიეცენ და მათ მიმართ მართლმსაჯულება განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, მათ საერთაშორისო მასშტაბით ყველანაირ შეზღუდვებს შევუქმნით, რომ ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე იგრძნონ, რას ნიშნავს ადამიანის უფლებებისა და სიცოცხლის ხელყოფა. ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე, როგორც სახელმწიფოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან მკაცრი და ერთმნიშვნელოვანი შეფასება ჰქონდა, რომ ეს იყო უმძიმესი დარღვევა. მუშაობა დაწყებულია, რომ საერთაშორისო ფორმატებში ზეწოლა გაგრძელდეს იმ სახელმწიფოზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე არის პასუხისმგებელი. ეს არის რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი. ყველა საერთაშორისო რეზოლუცია, ყველა განხილვა და განცხადება, რაც გაკეთებული იქნება, ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს ამ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები