თეა წულუკიანი: თუ არ ვიქნები მთავრობაში, ვრჩები “ოცნებაში” და უფრო შეეშინდებათ ჩემს ოპონენტებს

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ იქნება თუ არა ის ახალ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში, მაინც “ქართული ოცნების” მთავარ მოთამაშედ დარჩება.

მისივე თქმით, თუ ის გარეთ იქნება, ასე უფრო შეეშინდებათ მის ოპონენტებს.

“სულერთია ვიქნები თუ არა ახალ შემადგენლობაში, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში “ქართული ოცნების” მთავარი მოთამაშე ვიქნები. გაცილებით უფრო ძლიერი, გაცილებით უფრო თავისუფალი. კიდევ უფრო კარგად შეეშინდებათ ჩემს ოპონენტებს, როცა ვიქნები გარეთ, რადგან სტატუსი არ მექნება და ვიქნები უფრო შემტევი, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანას სერიოზული და ძლიერი ოპოზიცია სჭირდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები