მიხეილ გიორგაძე: სამინისტროების შერწყმა პრინციპულად შეუთავსებელი და შეუძლებელი არ არის

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სამინისტროების შერწყმა პრინციპულად შეუთავსებელი და აბსოლუტურად შეუძლებელი არ არის.

მისივე განმარტებით, სამინისტროების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

„თავს შევიკავებ კონკრეტულ სამინისტროებზე საუბრისგან. ზოგადად, ჩემი პირადი პოზიცია გახლავთ, რომ პრინციპულად შეუთავსებელი და აბსოლუტურად შეუძლებელი ეს არ არის, მაგრამ ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ მიღებული კონკრეტულ სამინისტროებთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს სამინისტროების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით. არ მგონია, რომ კონკრეტულ სამინისტროებზე და შედეგებზე დღეს უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები