მამუკა ბახტაძე: საქართველოს რკინიგზა ფინანსურად ყველაზე წარმატებულია შემოსავლების თვალსაზრისით

საქართველოს რკინიგზა ფინანსურად ყველაზე წარმატებული შემოსავლების თვალსაზრისით,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა,, საქართველოს რკინიგზის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
“რაც შეეხება რკინიგზას თქვენ ახსენეთ ტვირთბრუნვა და ახსენეთ შემოსავალიც, ეს არის ორი სხვადასხვა მონაცემები რკინიგზა არის კომერციული საქმიანობა და შესაბამისად მისი წარმატების ან წარუმატებლობის კრიტერიუმი არის მისი შემოსავლები, მისი მარჟები და ის თუ როგორ აფასებს და როგორ აფასებს ინვესტორები ამათუიმ კომპანიას და არა ის, თუ როგორ აფასებს მას სუბიექტურად რომელიმე პოლიტიკური პარტია, ან ჯგუფი, საქართველოს რკინიგზა ფინანსურად ყველაზე წარმატებული შემოსავლების თვალსაზრისით 2014-2015 წლები. ეს იყო საუკეთესო წლები რკინიგზის ისტორიაში. რაც შეეხება რკინიგზაზე ტვირთების შემცირებას, წელი რომლსაც თქვენ ადარებთ ინფრასტრუქტურულად იყო განსხვავებული, დღეს ის ტვირთის დიდი ნაწილი, რომელიც რკინიგზაზე მოძრაობდა, მოძრაობს მილსადენში და რკინიგზის მაგივრად შემოსავალს ღებულობს საქართველოს საერთაშირისო ნავთობისა და გაზის კორპორაცია,- განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები