ილია წულაია: მამუკა ბახტაძის ინიციატივა, რომ შეიქმნას ახალი საბაჟო საგადასახადო კოდექსი ძალიან კარგი სიგნალია ბიზნესისთვის

მამუკა ბახტაძეს ინიციატივა, რომ შეიქმნას ახალი საბაჟო საგადასახადო კოდექსი ძალიან კარგი სიგნალია ბიზნესისთვის,- ამის შესახებ დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა ილია წულაიამ განაცხადა.
“აქამდეც მამუკა ბახტაძე არაერთხელ შეხვდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და ისმენდა მათ შეხედულებებს ახალი საგადასახადო კოდექსის შექმნასთან დაკავშირებით. მიუხედავდ იმისა რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, აუცილებელია რომ ის კიდევ უფრო დაიხვეწოს.
სრულად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ მამუკა ბახტაძის პოზიციას, რომ საგადასახადო და საბაჟო კოდექსმა მიიღოს ერთიანი დოკუმენტის სახე, რაც კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას.
მე მჯერა, რომ ახალი პრემიერი არაერთ ისეთ რეფორმას გაატარებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლს ითამაშებს,- აღნიშნა წულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები