გიორგი გახარია ნიკა მელიას: თქვენ უხეშად არღვევდით წესრიგს და შეურაცხყოფას აყენებდით პოლიციას (ვიდეო)

„თქვენ უხეშად არღვევდით წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდით პოლიციას. თქვენ ბრალი მიგიძღვით იმაში, რომ პოლიციის მოთხოვნებს არ ემორჩილებოდით“, – ამ სიტყვებით მიმართა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატს ნიკა მელიას.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე ნიკა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მისი დაკავების ფოტომასალა წარუდგინა და აღნიშნა, რომ მას უხეშად ექცეოდნენ და არც ერთ პოლიციელს მის მიმართ საქციელის გამო პასუხი არ უგია.
„თითოეულ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა იმ დღეებში რუსთაველზე მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო, რადგან ამ ხალხმა ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული მომიტინგისგან მოისმინა და მოითმინა უდიდესი შეურაცხყოფა. თქვენ უხეშად არღვევდით წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდით პოლიციას. თქვენ ბრალი მიგიძღვით იმაში, რომ პოლიციის მოთხოვნებს არ ემორჩილებოდით. ბევრ ფაქტს წარმოგიდგენთ, უფრო მეტიც, ეს იყო საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისთვის გაკეთებული, თქვენ დღეს აქ ხართ და არ ხართ დაკავებული. თქვენ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში იგივე შედეგი იქნება გარწმუნებთ”, – მიმართა გიორგი გახარიამ ნიკა მელიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები