მამუკა ბახტაძე კერძო სექტორის ჩართულობით, ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შექმნის ინიციატივით გამოდის

„დღეს ბიზნესს ძალიან აწუხებს გადაწყვეტილების ოპერატიულობა. მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც საქმეები იხილება სასამართლოში“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
ბახტაძის თქმით, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდება კომერციული პალატები. მისივე თქმით, პალატები სპეციალიზებული იქნება კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე.
„რეფომების შედეგად, მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი და სისწრაფე, კომერციულ და საგადასახადო დავებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც ქართული ბიზნესი ელოდება და ის უნდა განვახორციელოთ რაც შეიძლება მალე და ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ინიციტივა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავნერგავთ. იგივე შემიძლია გითხრათ გადახდის უუნარობის სისტემის რეფორმაზე, აქაც ჩვენ გავქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისათვის, რომ საბაზრო ეკონომიკა განვავითაროთ ეფექტურად. გადახდის უნარიანობის ეფექტური სისტემის ქონის გარეშე ბუნებრივია საბაზრო ეკონომიკის განვითარება ვერ იქნება ბოლომდე წარმატებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ხასიათის რეფორმა, რომელიც ასევე მინდა გაგიზიაროთ, ეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ბიზნესგარემო – ეს გახლავთ ჩვენი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი, რომელიც ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს და იმ მოლოდინებს, რომელიც დღე არის ჩვენს საზოგადოებაში, ის არის მოძველებული. შესაბამისად, ჩემი ინიციატივაა, ღია პლატფორმაზე, კერძო სექტორთან ერთად შევქმნათ ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსი“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები