მამუკა ბახტაძის ინიციატივით, მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიები, საქართველოში წარმომადგელობის გახსნის შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

„იმავე იდეით, რომ საქართველოში ჩვენ მოვიზიდოთ მსხვილი ორგანიზაციები, ჩვენ კიდევ ერთ ახალ ინიციატივას ვუჭერთ მხარს, რომელიც გულისხმობს საქართველოში მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების შემოსვლის უზრუნველყოფას“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველო იქნება წარმატებული მსხვილი მულტინაციონალური კომპანიების მოზიდვაში, ეს საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს უკეთესად მოახდინონ თავიანთი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.
„ვიდრე მე პარლამენტში მოვიდოდი, მქონდა შეხვედრა ჩვენს ახალგაზრდებთან, სტარტაპერებთან და ინოვატორებთან, ვინაიდან ახალგაზრდულ ეკონომიკას უკავია უმნიშვნელოვანესი როლი და ადგილი ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროგრამაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ვიქნებით წარმატებული მსხვილი მულტინაციონალური კომპანიების მოზიდვაში, ეს ჩვენ დაგვეხმარება, რომ ჩვენ ჩვენი ადგილობრივი პოტენციალი ტექნოლოგიური კიდევ უფრო განვავითაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალგაზრდებს , რომ უკეთესად მოახდინონ თავიანთი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზაცია მსოფლიო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს მსხვილი ტრანსნაციოალანური კომპანიების წარმომადგენლობისთვის , თუ ისინი ამას საქართველოში დააარსებენ და სერვისებს გაყიდიან საზღვარგარეთ, რომ მათ ჩვენ ყველა ტიპის გადასახადი ფიზიკურ დონეზე გავუნოლოთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ დავაინტერესოთ ასეთი მსხვილი ორგანიზაციები საქართველოთი, დავაინტერესოთ იმით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი იყოს რეგიონის ლიდერი და აქვს შესაბამისი , როგორც საკანონმდებლო ისე საგადასახადო ბაზა, რომ კონკურენცია გაუწიოს სხვა მსხვილ მსოფლიო ფინანსურ ჰაბებს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები