თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონი პირველ იანვრამდე შევა ძალაში

“იმედი მაქვს, რომ ამ სესიის დასრულებამდე “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი კანონად იქცევა და მინდა გთხოვოთ, არ გადავდოთ ამ კანონის ძალაში შესვლა პირველ იანვარს იქით”,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის პროექტის გარშემო განხილვები აქტიურად მიმდინარეობს.
„რაც შეეხება პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოების ნაწილს, მე ვიტყვი, რომ ძალიან აქტიური განხილვები მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის პროექტის გარშემო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სესიის დასრულებამდე ეს კანონპროექტი კანონად იქცევა და მინდა, გთხოვოთ თითოეულ დეპუტატს, რომ ჩვენ არ გადავდოთ ამ კანონის ძალაში შესვლა პირველ იანვარს იქით, რადგან ეს არის ჩვენი ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები