თეა წულუკიანი: საქართველო საარბიტრაჟო ჰაბად იქცევა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო საარბიტრაჟო ჰაბად იქცევა. მან ამ საკითხზე საუბრისას მოსამართლეებს მოუწოდა, მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ საარბიტრაჟო პროცედურებს და გადაწყვეტილებებს, რათა მხარდაჭერა − რომ საქართველო იქცეს საარბიტრაჟო ჰაბად, არ დავკარგოთ.
„2018 წლის აპრილში მე დავასრულე მოლაპარაკებები საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსთან. შევთანხმდით, რომ ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს საერთაშორისო-საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის. ეს საშუალებას მოგვცემს, განვავითაროთ საარბიტრაჟო კომპონენტი − საქართველო, როგორც ჰაბი − ეს გახლავთ მთავრობის პროგრამაში, გახდეს საარბიტრაჟო სფეროშიც და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ეს მიმდინარე წლის 6 აპრილს პარიზში იქნა აღნიშნული, არის არბიტრაჟის მხარდამჭერი სასამართლო. მე მინდა, ამ ტრიბუნიდან საქართველოს მოსამართლეებს მოვუწოდო, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ საარბიტრაჟო პროცედურებს და გადაწყვეტილებებს, რათა მხარდაჭერა − რომ საქართველო იქცეს საარბიტრაჟო ჰაბად, არ დავკარგოთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები