“ვფიქრობ, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში არსებულ საექსპორტო პოტენციალს განმტკიცება და განვითარება სჭირდება”

„მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო სამხედრო რეზერვის კონცეფციას, ეს გახლავთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს კიდევ უფრო გამტკიცებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
ბახტაძე ტოტალური თავდაცვის კონცეფციას მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს.
„მსურს, რამდენიმე სიტყვა გითხრათ ძალიან მნიშვნელოვან სხვა რეფორმებზე, რომლებიც ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს თქვენ კომიტეტებზე საშუალება გქონდათ, მოგესმინათ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თავდაცვის სფეროში, იმ მართლაც უზარმაზარი წარმატების კუთხით, რაც ჩვენ გვაქვს ნატოსთან ურთიერთობის ნაწილში და ზოგადად ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე. აქვე, მე მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს წინამორბედს, ვინც უზარმაზარი წვლილი შეიტანა ამ საერთო წარმატების ფორმირებაში, მაგრამ ბუნებრივია ამ მიმართულებით ჩვენ გვჭირდება დამატებითი რეფორმები. ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, ეს არის ერთადერთი სწორი სამხედრო მიმართულება 21-ე საუკუნეში, ისეთი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა იმ გეოგრაფიული თავისებურებიდან გამომდინარე, რა არეალშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
აქვე მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო სამხედრო რეზერვის კონცეფციას, ეს გახლავთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის,რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს კიდევ უფრო გამტკიცებული. ვფიქრობ, ჩვენ არ გვაქვს თუნდაც მცირე დოზით ათვისებული ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში არსებული საექსპორტო პოტენციალი და ბუნებრივია, ამ მიმართულებას სჭირდება განმტკიცება და განვითარება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები