თეა წულუკიანი: მალე პარლამენტს მედიაციის შესახებ კანონპროექტი წარედგინება

„ძალიან მალე შემოგთავაზებთ ახალ კანონპროექტს მედიაციის შესახებ. გვინდა, რომ ყველა დავა არ მიდიოდეს სასამართლოში”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მედიაციის კულტურა სასამართლოს მიღმა უნდა განვითარდეს.
“სასამართლოს მიღმა მედიაციის კულტურა უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, რათა მხარეები უფრო მორიგების გზით მიდიოდნენ და არამხოლოდ სასამართლო დავის გზით. ეს მნიშვნელოვან შვებას მისცემდა სამოქალაქო კატეგორიის საქმეებზე მომუშავე მოსამართლეებს, სადაც თქვენ იცით, რომ არის გადატვირთულობის ძალიან სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები