თეა წულუკიანი: კომერციული პალატების შესახებ კანონი მზადაა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამინისტრო მომავალში მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. მისივე თქმით, ამ საკითხზე კანონპროექტი მზადაა და საბოლოო რედაქციის შემდეგ საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი.
„მომავალში ჩვენ ვგეგმავთ მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის გაგრძელებას. როგორც იცით, ე.წ. მე-4 ტალღა მიჰყავს პარლამენტს, მაგრამ ჩვენი, იუსტიციის სამინისტროს, კომპონენტი ამ მეოთხე ტალღაში, ასევე, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი. ეს ეხება კომერციული პალატების საერთო სასამართლოების სისტემაში შემოღებას; ეს არის მთავრობის ამ შემადგენლობის პროგრამაშიც, კანონპროექტი მზადაა და როგორც კი დაინტერესებულ მხარეებთან გაიხსნება კონსულტაციები და შევჯერდებით საბოლოო რედაქციაზე, ის წარმოდგენილი იქნება თქვენ წინაშეც. ეს გაამარტივებს ბიზნესდავების განხილვას უფრო სწრაფად, უფრო სამართლიანად და უფრო კომპეტენტურად ჩვენივე საერთო სასამართლოების სისტემაში. რაც შეეხება დანარჩენ კომპონენტებს მეოთხე ტალღისა, რა თქმა უნდა, პარლამენტის მიერ ჩამოყალიბებულ ფორმატში ჩვენ ვთანამშრომლობთ და კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ, რათა ის დარჩენილი ხარვეზები ამ სისტემაში რაც შეიძლება მალე იქნეს აღმოფხვრილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები