იქნებოდა თუ არა 9 წლის ბახტაძე “საძმოს” წევრი – უცნაური კითხვები პრემიერობის კანდიდატს (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სხვადასხვა საკითხებთან ერთად, დღეს „უხერხულ“ კითხვასაც უპასუხა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ასეთი კითხვებით მიმართა:
„გავრცელდა ინფორმაცია, 90-იან წლებში თქვენ იყავით საძმოს წევრი. ასევე თქვენ ხართ ბერიას შთამომავალი. ეს იყო საძმო, რომელიც საკმაოდ ცუდ საქმეებს სჩადიოდა იმ პერიოდში. იყო ინფორმაცია, რომ ბერიას შთამომავალი ხართ”, – ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა ბახტაძეს.
„თქვენ გინდათ, უარვყო ან დავადასტურო ეს ინფორმაცია? მე ვადასტურებ, რომ ასეთი ინფორმაციის გამავრცელებლებს ნამდვილად კარგი ფანტაზიის უნარი აქვთ”, – აღნიშნა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძე 1982 წლის 9 ივნისს, თბილისში დაიბადა.
ცნობისათვის, 90-იან წლებში, არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფები შეიქმნა და თბილისის, სხვადასხვა უბანში ე.წ. საძმოები ჩამოყალიბდა – ვერის, ვაკის, საბურთალოსა და სხვა. მარტო საბურთალოში რამდენიმე საძმო არსებობდა: “კულინარები”, “იოსებიძელები”, “დელისის საძმო” და ა.შ, რომელთა წევრებიც 18-20 წლის ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ.
90-იანი წლებში, ძმათა შორის სისხლიან დაპირისპირებას, არაერთი ახალგაზდის სიცოცხლე შეეწირა.
მაშინ, მამუკა ბახტაძე სულ მცირე 8-9 წლის ასაკის იქნებოდა.
პ.ს. წლების შემდეგ, საზოგადოებამ აღიარა, რომ არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის დაშვება, ეროვნული მოძრაობის შეცდომა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები