ხაინდრავა: ნათელაშვილი რას იტყვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მას საკუთარ პარტიაშიც აღარ უსმენენ

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციებს გამოეხმაურა.
როგორც ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსთაველზე, ტრიბუნებთან იდგნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობაზე წლების მანძილზე ძალადობდნენ.
„ხმამაღალი განცხადებები, იმის შესახებ, რომ აი 15 პოლიტიკური ორგანიზაცია აწყობს რაღაც გამოსვლებს და მოთხოვნებია ისეთი ხმამაღალი, რომ ლამის ყურის ბარაბანი გაგისკდეს – რეალურად არის აბსოლუტური პოლიტიკური კრახი. ის შემაძრწუნებელი გამოსვლები, რომლის მომსწრენიც ვიყავით მიტინგის დროს, მეტყველებს იმაზე, რომ კულტურა, არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამიტინგო კულტურა, იმედნად დაბალია, რომ შვილებისთვის თვალებში ყურება გრცხვენია იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი პირდაპირი ეთერით გადაიცემა. მე მგონია, რომ ყველაზე დიდი იმედი ამ შემთხვევაში არის ახალგაზრდა თაობა, რომელიც უნდა ეცადოს და გაწმინოდს ეს პოლიტიკური წუმპე, რომელშიც ჩვენ ვართ. ტერმინი უნდა ჩამოიშალოს, უნდა დაინგრეს, უნდა მოისპოს, მეტყველებს იმაზე, რომ კულტურა დაბალი ხარისხისაა – მდორე“,- განცხადა გოგა ხანდრავამ.
ხაინდრავა, შალვა ნათელაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციები ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული.
„წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან, რა განსაცდელში, არიან რომ ეს საცოდაობა, რასაც ადგილი ჰქონდა რუსთაველზე, ეგენი ერთმანეთში ვერ იყოფენ, ვინ არის ამ ყველაფრის ორგანიზატორი. ის, რაც ვნახეთ, იყო საცოდაობა ნამდვილი, რა ძალისხმევა და ფინანსები დახარჯეს იმისთვის, რომ რაიმე სახის თავყრილობა მაინც მომხდარიყო. მაგალითად, ნათელაშვილი რას იტყვის, ამას აღარანაირი მნიშვნელობა აქვს, რადგან მას საკუთარ პარტიაში აღარ უსმენენ. ჩვენ ვხედავდით, რომ ტრიბუნაზე იდგნენ ადამიანები, სამწუხარო ამბავს ამოფარებულები, რომლებიც წლების მანძილზე ძალადობდნენ საქართველოზე და მოსახლეობაზე. ეს არის სექტა, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ არანაირი რეანიმაციის საშუალება „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველში არ აქვს და არც ექნება, ეს არის გამორიცხული. რა ნაწილებადაც არ უნდა დაიყონ, როგორც არ უნდა დაიმსხვრენ, რა სახის პლასტიკური ოპერაციებიც არ უნდა გაიკეთონ, ისინი ხელისუფლებაში ვერ მობრუნდებიან. რევანშიზმით შეპყრობილი ჯგუფი, პირველივე საათებიდან იდგა პარლამენტის წინ, ამიტომ ყველანაირი სიცრუე, რომ თითქოს იქ შვილმკვდარი მამების და რაღაც გამწარებული დედების მხარდასაჭერად იყვნენ, ეს იყო ფარი, ძალიან უნიჭოდ დადგმული. კრეატივი არასდროს არ ჰქონდათ, ერთადერთი იარაღი, რომელიც მათ გააჩნდათ, იყო ტერორიზმი, რომელსაც ახორციელებდნენ საკუთარი ხალხის მიმართ, ამის შესახებ ფილმიც მაქვს გადაღებული“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები