„მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, კონსტრუქციული გარემო შეინარჩუნონ“

„ნდობის გამოცხადების პროცედურის კომიტეტების ნაწილი დასრულებულია, ვიწყებთ პოლიტიკურ ჯგუფებში მოსმენას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დროებითი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე განაცხადა.
ჩუგოშვილმა ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.
„ნდობის გამოცხადების პროცედურის კომიტეტების ნაწილი დასრულებულია, ვიწყებთ პოლიტიკურ ჯგუფებში მოსმენას უმრავლესობის მოსმენით და შემდგომ ოპოზიციის მოსმენით.
როგორც უკვე გაკეთდა განცხადება ფრაქციებში, უმცირესობა-უმრავლესობაში ამ პროცესს მხოლოდ ფრაქციის წევრები დაესწრებიან. ჩვენ გვქონდა გამოცდილება, როდესაც გარეშე პირები მონაწილეობდნენ და ამან საკმაოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანა პროცესი. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, რომ საქმიანი, კონსტრუქციული გარემო შეინარჩუნონ ამ განხილვების დროს და თავი შეიკავონ პიროვნული შეურაცხყოფებისგან, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ხოლმე. იმედია, განხილვები ამ ეთიკურ ჩარჩოებს არ გასცდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები