წულუკიანი ხოშტარიას: თქვენ გირგვლიანის მეგობარი იყავით და შეხედეთ, ახლა ვისთან ერთად ხართ პარტიაში (ვიდეო)

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტი ბავშვთა შორის მკვლელობა იყო, ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელიც შეიძლება ოჯახებს, ნებისმიერ მხარეს დაატყდეს თავს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ ელენე ხოშტარიას კითხვას უპასუხა.
„ელენე ხოშტარია ოჯახის თავზე დატრიალებულ ცუნამებზე მელაპარაკება. დიახ, ცუნამი კი არა, უარესი დატრიალდა ბატონი სარალიძის, სუბელიანის, დადუნაშვილის და ბევრი სხვა ოჯახის თავზე. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ტრაგედია. არც ერთ მშობელს და ოჯახის წევრს არ ვუსურვებ, რომ მისმა შვილმა სხვა ბავშვი მოკლას ან მისი შვილი იქნეს სხვა ბავშვის მიერ მოკლული“, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს ელენე ხოშტარიას სანდრო გირგვლიანის საქმეც გაახსენა.
„იმ ეზოში მომხდარი ბავშვთა შორის მკვლელობა იყო, ყველაზე დიდი ტრაგედია ალბათ, რაც ოჯახებს, ნებისმიერ მხარეს შეიძლება დაატყდეს თავს. მაგრამ მე კიდევ სხვა ცუნამი მახსენდება – ეს არის სანდრო გირგვლიანის საქმე და ქალბატონო ელენე, თქვენ სანდროს მეგობარი იყავით და შეხედეთ, ახლა ვისთან ერთად ხართ პარტიაში და ამის მერე დამისვით კითხვები“, – მიმართა თეა წულუკიანმა ელენე ხოშტარიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები