“რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ, ჩაფლავებული არ არის, მე ერთი შილა ფლავი მახსოვს 2012 წლის პირველ ოქტომბერს” (ვიდეო)

რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატრეთ, ჩაფლავებული არ არის. მე ერთი შილა ფლავი მახსოვს 2012 წლის პირველ ოქტომბერს, – ამ სიტყვებით უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის შეკითხვას.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები დასაკნინებელი არ არის.
„რაც შეეხება ირმა ნადირაშვილის კითხვას, ჩააფლავე რეფორმებიო, მე ერთი შილა ფლავი მახსოვს 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ფლავი არ ვიცი საიდან მოვიდა. რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ, ჩაფლავებული არ არის. ამის დაკნინების მცდელობის უფლებას, სანამ მე ვარ პოლიტიკურ ასპარეზზე და შიგნით ვიქნები თუ გარეთ, ამის საშუალებას ნამდვილად ვერ მოგცემთ. ეფექტი არის, რომ შეკრებითობის წესით აღარ ჯდებიან ციხეში მრავალი წლით და ამის ავტორები ჩვენ ვიყავით მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო. საპროცესო შეთანხმების რეფორმა გატარდა და აღარ არის ეს, რომ მომეცი ფული და გაგიშვებ ციხიდან. წინასწარი პატიმრობა გადასინჯვადი გახდა რამდენიმე კვირაში ერთხელ, რამაც მოიტანა ეფექტი, რომ ხალხი წინასწარ პატიმრობაში არ ელოდება განაჩენს და გამოიყენება გირაო ან სხვა ღონისძიებები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში დაკითხვის ახალი წესი დამკვიდრდა.
„დაკითხვის ახალი წესი შემოვიდა ალბათ ამის გახსენება არავის არ უნდა ოპონენტებისგან და გამოირიცხა ის, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. წარსულზე ნუ ლაპარაკობო და მომავალზე ვლაპარაკობ და მომავალზეც ნუ ლაპარაკობო, მაგრამ შეგახსენებთ, რომ დაკითხვის წინა წესის დროს ღამე იბარებდნენ ადამიანებს და გამომძიებელი იძულების წესით კითხავდა. ეს მთლიანად არის აღმოფხვრილი და თქვენ იცით, რომ ღამით დაკითხვა აკრძალულია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები