თეა წულუკიანი: ირაკლი შოთაძეს კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას

ირაკლი შოთაძეს კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას ამ ტრიბუნიდან, – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
თეა წულუკიანმა ყოფილი პროკურორის ირაკლი შოთაძის მიღწევებზე ისაუბრა.
„ირაკლი შოთაძის დამსახურებაც იყო, რომ 2016 წლის ივნისში შევძელით, ცვლილებები შეგვეტანა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. შევძელით, რომ თვითნებურად და უკანონოდ გამტყუნებული პირებისთვის შეგვეტანა კანონმდებლობაში ცვლილებები და პროკურატურას შეძლებოდა, ახალი გარემოებით სასამართლოში შუამდგომლობა შესულიყო. ზუსტად 2 წლის თავზე, 58 საქმეზე დასრულებულია გამოძიება, 40 საქმეზე გამოცემულია გამამართლებელი განაჩენი”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები