ვანო ზარდიაშვილი: თეა წულუკიანმა ფასდაუდებელი სამუშაოები გაწია

ვისურვებდი, რომ თეა წულუკიანის მსგავს მინისტრებს კიდევ დიდხანს ჰქონდეთ უანგაროდ და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მუშაობის საშუალება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვეს, მწვავედ აკრიტიკებს.
„ქალბატონი თეა არის წარმატებული მინისტრი, მან ჩვენს ქვეყნისთვის ფასდაუდებელი სამუშაოები გასწია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისთვის; ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისთვის; აღსრულების ახალი კანონისთვის; სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული ცვლილებებისთვის; დასკვნით ფაზაშია გადახდისუუნარობის ახალი კანონისთვის და სხვა უამრავი საკანონმდებლო ცვლილებისთვის რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ქალბატონი თეას ხელმძღვანელობით. ვისურვებდი რომ მისნაირ მინისტრებს კიდევ დიდხანს ქონდეთ უანგაროდ და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მუშაობის საშუალება. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დაცლილი არიან სახელმწიფოებრივი ხედვებისგან ვერც კი ხვდებიან როგორი არაჯანსაღია მათი მოთხოვნა იუსტიციის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით“, -აცხადებს ზარდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები