გიორგი გახარია: დღევანდელი გამოწვევების პირობებში, პოლიცია და შსს ნამდვილად საჭიროებს სისტემურ განახლებას

როგორც ჩანს, ძალიან მალე მესამედ მომიწევს პარლამენტისთვის მიმართვა, – ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
მისივე თქმით, უწყება კონცენტრირებულად მუშაობს იმ რეფორმების გატარებაზე, რომლის მიზანი ქვეყანაში უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდაა.
„ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ და ასევე, მხვდა წილად ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მქონდეს საშუალება მივმართო პარლამენტს და როგორც ჩანს, ძალიან მალე კიდევ მესამედ მომიწევს პარლამენტისთვის მიმართვა, ალბათ. ვეცდები მოკლედ ვისაუბრო, რათა კითხვებისთვის მეტი დრო დარჩეს. ჩვენ სრულიად კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმ რეფორმების გატარებაზე, რომლის მიზანი არის უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში. რეფორმის ამ პაკეტს ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რადგან გვესმის, რომ დღევანდელი გამოწვევების პირობებში, პოლიცია და შსს ნამდვილად საჭიროებს სისტემურ განახლებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები