დავით ზალკალიანი: საქართველოს ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე, საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა
ნატო-ს სამიტის წინ, თუ რა გავლენას მოახდენდა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლა ქვეყნის ამოცანებზე.
ამ კითხვის პასუხად, დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ ყველა შეხვედრა და ფორმატი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ სამიტის გადაწყვეტილებაში საქართველოში არსებული რეალობა ადეკვატურად იყოს ასახული.
„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება”, – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ.
მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.
20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.
საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები