გაბუნია ბოკუჩავას: ხის გადატანასთან პოლიციელის მკვლელობის დაკავშირება უსინდისო ტყუილია

“ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან. ეს არის ის უსინდისო ტყუილი, რომლის საშუალებითაც ქალბატონი ბოკუჩავა ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადების საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფაბრიკაცია და დეზინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია.
„ამაზრზენი ტყულია ის, რაც ქალბატონი ბოკუჩავას მხრიდან ცოტა ხნის წინ იქნა ნათქვამი ამ დარბაზში. პოლიციელის მკვლელობის დანაშაული, თინა ბოკუჩავამ, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, ფაბრიკაციის და დეზინფორმაციის გზით, უსინდისო ტყუილის გამოყენებით დაუკავშირა ხის გადატანის პროცესს, რაც არის უსინდისო ტყუილი. ბრალდება არის დაუსაბუთებელი. ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან და ამ დანაშაულში ბრალდებული კონკრეტული პირი დაკავებულია. ეს არის ის უსინდისო ტყუილი, რომლის საშუალებითაც ქალბატონი ბოკუჩავა ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პოლიციის უფროსი ხის გადატანის პროცესს აკვირდებოდა. თავად მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დანის გამოყენებას პოლიციელის შეშინების მიზნით ცდილობდა და შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები