ნიკოლოზ გაგუა: ფინანსთა სამინისტროს ყველა რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას

ფინანსთა სამინისტროს ყველა რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას – განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლოზ გაგუამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი პოლიტიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების დროს სიტყვით გამოსვლისას.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ ფინანსთა მინისტრის კანდიდატის რანგში. დღეს მე წარმოვადგენ ფინანსთა სამინისტროს, მის იმ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ორიენტირებულია რეფორმებზე, მათ წარმატებით განხორციელებასა და აღნიშნული რეფორმების კონკრეტულ შედეგებზე. ყველა ეს რეფორმა ემსახურება ქვეყნის ფისკალური მმართველობის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე აყვანას, რომელიც ქმნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მყარ ფუნდამენტს ეკონომიკაში,” – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები