კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის რამდენიმე კანდიდატს მხარი დაუჭირეს

რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ჩერქეზიშვილს და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ნიკოლოზ გაგუას მხარი დაუჭირეს.
მინისტრობის კანდიდატებს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე მოუსმინეს.
მინისტრობის კანდიდატებს მხარი 44-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 დეპუტატი წინააღმდეგი წავიდა. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან კი 2-მა დეპუტატმა შეიკავა თავი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები