დავით ზალკალიანი: მიხეილ ჯანელიძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა, – ამის
შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში განაცხადა.
„ეს იყო მიხეილ ჯანელიძის პირადი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით, მან შესაბამისი განმარტება გააკეთა. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ მასთან ორწელიწად-ნახევარი ვიმუშავე და გვქონდა ხელშესახები შედეგები საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. მინდა მას წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.
ამასთან, კითხვაზე, დარჩება თუ არა ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ხანგრძლივი ვადით, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი საკითხია.
მისივე განმარტებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და პრიორიტეტი არის ქართველი ხალხის არჩევანი, ის გამყარებულია კონსტიტუციით და პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები