მაია ცქიტიშვილი: გზების დაანონსებული პროგრამა დაახლოებით ერთი მილიარდი ევროთია გაზრდილი

გზების დაანონსებული პროგრამა დაახლოებით ერთი მილიარდი ევროთია გაზრდილი, ზოგ შემთხვევაში, ზედმეტად ოპტიმისტურ დაგეგმვასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტირების ფაზაზე რთული გეოლოგიური და ფაქტობრივი პირობები აღმოჩნდა.
ცქიტიშვილის განცხადებით, 2016 წელს წარდგენილ გეგმაში ცვლილებები უკვე სახეზეა.
მისი განმარტებით, ცვლილება ეხება, როგორც ღირებულების ნაწილს, ასევე ამ პროექტების შესრულების ვადებს.
„უმეტეს შემთხვევაში, ამ მაგისტრალების დაანონსების დროს, საპროექტო სამუშაოები არ იყო დაანონსებული. გარკვეულ მონაკვეთებზე, თუნდაც ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე, როდესაც ვვარაუდობდით, რომ იყო საჭირო 5-კილომეტრიანი გვირაბი, საჭიროება დადგა 9-კილომეტრიანი გვირაბის. შესაბამისად, გაიზარდა ამ პროექტის ღირებულებაც და ვადებიც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ იგივე ეხება რიკოთის მონაკვეთს, სადაც საჭირო გახდა პროექტის ვადის გახანგრძლივება.
„იგივე ეხება რიკოთის მონაკვეთს, სადაც პროექტირების დროს მოხდა პროექტის დაზუსტება. ასევე, საჭირო გახდა ამ პროექტის გახანგრძლივება 2022 წლამდე. ისევე, როგორც ღირებულება გაიზარდა დაახლოებით 300 მილიონი ევროთი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები