არჩილ თალაკვაძე: ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობა მთავარი პრინციპია და სამართალი სასამართლო დარბაზში მიიღწევა

“პარლამენტის როლი და მთავარი ინტერესი არის ის, რომ მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების ბოლომდე და ამომწურავად განხორციელებას. ეს უკლებლივ ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს ეხება”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დღეს, პანკისში დაანონსებულ აქციას. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც კანონის უზენაესობა მთავარი პრინციპია და სამართალი სასამართლო დარბაზში მიიღწევა.
“ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ვაშენებთ ქვეყანას, სადაც კანონის უზენაესობა მთავარი პრინციპია და სამართალი სასამართლო დარბაზში მიიღწევა. შესაბამისად, ჩვენ ველით, როდის დასრულდება პროცესები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. საკითხების განხილვა, რომელზეც პოლიტიკურ პარტიებს სრული ინფორმაცია არ აქვთ, ქუჩაში გამოდიან და მოთხოვნებს აყენებენ, ვფიქრობ, ძალიან ზედაპირულია. სარალიძის საქმეზე ჩვენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. პარლამენტის როლი და მთავარი ინტერესი არის ის, რომ მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების ბოლომდე და ამომწურავად განხორციელებას. ეს უკლებლივ ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს ეხება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები