„მცირე მთავრობის იდეა, პირდაპირ მმართველობით რეფორმასა და მმართველობის გაუმჯობესებას უკავშირდება“

მცირე მთავრობის მიზანია, მთავრობა გადაწყვეტილებების აღსრულებაში უფრო ეფექტიანი იყოს, გადაწყვეტილების მიღებიდან აღსრულებამდე დრო მაქსიმალურად შემოკლდეს – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, მცირე მთავრობის იდეა, პირდაპირ მმართველობით რეფორმასა და მმართველობის გაუმჯობესებას უკავშირდება.
დავითაშვილის განცხადებით, მცირე მთავრობის მიზანია, მთავრობა გადაწყვეტილებების აღსრულებაში უფრო ეფექტიანი იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღებიდან აღსრულებამდე, დრო მაქსიმალურად შემოკლდეს.
კითხვაზე, დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში, ლევან დავითაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:
„მამუკა ბახტაძეს რამდენიმე წელია ვიცნობ. ჩვენ ერთ გუნდში ვმუშაობთ და მასთან მუშაობა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და საინტერესოა. მე გუნდის ნაწილი ვარ და გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული ვიქნები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პარლამენტში ამ წუთებში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები