დავით სერგეენკო: ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მისი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა.
მისივე თქმით, გუნდში კონსულტაციები მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტის წინაშე სამ კვირაში წარდგება.
„ნუ ჩამომართმევთ საკითხის მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, როგორც 2012-ში ასევე 2018-ში. გუნდში, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე, რომელიც პარლამენტის წინაშე სამ კვირაში წარდგება. ამ კონსულტაციებში მეც ჩართული ვარ. დამერწმუნეთ, ღრმად ვაცნობიერებ, რომ ეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მათი ინტერესიც რელევანტურია. თუმცა, ყველაფერს თავის წესი აქვს და ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ პირველი სიტყვის თქმის უფლება ახალ მთავრობაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. რეგლამენტის თანახმად, დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის 14 კანდიდატის პროგრამას მოუსმენენ საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა. დღის ბოლოს კი, ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები