პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

ამ წუთებში, პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. სხდომა 10.00 საათზე დაიწყო.
დღეს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რეგლამენტის თანახმად, მინისტრობის 14 კანდიდატის პროგრამას საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა მოუსმენს. დღის ბოლოს კი ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელებენ.
20 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია.
კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ძველი მინისტრი.
ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში წარედგინება სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები