“თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვას წინ დავუდგე და მოვიხვედრო”

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გედევან ფოფხაძე იუსტიციის მინისტრის შესაძლო ცვლილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანის შეცვლას არ ემხრობა.
„თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ მას ესროლოს ქვა, ჯერ თვითონ იყოს იმ პოლიტიკური სტანდარტების მატარებელი და ერთგული, რაც გააჩნია იუსტიციის მინისტრს. შესაბამისად, მგონია, რომ ჩემგან თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვას წინ დავუდგე და მოვიხვედრო და სხვებმა, როგორც უნდა ისე ჩათვალონ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, საქართველოს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დროებითი მთავრობა ეყოლება. მან აღნიშნა, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.
არსებული ინფორმაციით, გაერთიანდება იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროები. ასევე, ერთიანდება განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროები. გაერთიანდება ასევე, ჯანდაცვის და დევნილების სამინისტრო.
ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა, ამჟამად ენერგეტიკის ნაწილი ეკონომიკის სამინისტროდან გამოიყოფა და შეუერთდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები