არჩილ თალაკვაძე: ამ კვირაში პარლამენტში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვანიჭებთ პრემიერის სტატუსსა და ლეგიტიმაციას

„იურიდიულ პროცესს, რომელიც ამ კვირაში უნდა გავიაროთ პარლამენტში, სხვა ინტერპრეტაციები არ აქვს და ვერც ექნება: მისი ერთადერთი მთავარი მიზანია, ნდობა გამოვუცხადოთ ახალ პრემიერ-მინისტრს და მივცეთ მას შესაძლებლობა, წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და შემადგენლობა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მიმდინარე კვირას, პარლამენტი მამუკა ბახტაძეს ნდობას გამოუცხადებს და მას პრემიერ-მინისტრის სტატუსსა და ლეგიტიმაციას მიანიჭებს, რის შემდეგაც, მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული სტრუქტურა  და შემადგენლობა უნდა წარმოადგინოს.

„რეალურად, ამ კვირაში, პარლამენტში, ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერ-მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას. ამის შემდეგ ბატონმა მამუკა ბახტაძემ უნდა წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და განახლებული შემადგენლობა. ვინაიდან, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონი არის უზენაესი, სწორედ ამ პროცედურით, პარლამენტში ჩვენ ვიცავთ კანონს და ამავე დროს, მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვაძლევთ ლეგიტიმაციას, რომ ეს რეფორმა ჩაატაროს. იურიდიულ პროცესს, რომელიც ამ კვირაში უნდა გავიაროთ, პარლამენტში სხვა ინტერპრეტაციები არ აქვს და ვერც ექნება. მისი ერთადერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადოთ ახალ პრემიერ-მინისტრს და მივცეთ მას შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და შემადგენლობა”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები