გია ვოლსკი: სამინისტროების გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები ინტენსიურად გაგრძელდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სამინისტროების გაერთიანება, დარგების დაკნინებას არ გამოიწვევს.
ვოლსკი ადასტურებს „პირველი არხის“ ინფორმაციას განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანების თაობაზე, ასევე ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სფეროს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე.
„ამის თაობაზე მოსაზრებები გამოთქმული იყო, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება. სამი კვირის განმავლობაში ამ თემაზე ინტენსიური კონსულტაციები გაგრძელდება”, – აცხადებს გია ვოლსკი.
მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე გარკვეული მოსაზრება გამოითქვა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლტოლვილთა სამინისტროს გაერთიანების თაობაზეც.
„ამის თაობაზე ითქვა, ხომ არ გაერთიანდეს. მოსაზრებების დონეზეც კი ჯერ კიდევ ბევრი საკითხია ჩამოუყალიბებელი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები